17-დან 5 ბანკი ზარალზეა - მთლიანი მოგების 88,4% მხოლოდ ორ ბანკზე მოდის

საქართველოში მოქმედი 17 კომერციული ბანკიდან 5 ზარალზეა, მთლიანი მოგების 88,4% კი მხოლოდ ორ ბანკზე მოდის - ასეთია კომერციული ბანკების 2024 წლის იანვარ-ივლისის კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები.

კერძოდ, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ბანკებმა შვიდი თვე 1 814 589 044 ლარის წმინდა მოგებით დახურეს. აქედან 88,4% ანუ 1 603 881 861 ლარი მხოლოდ ორ ბანკზე „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისიზე“ მოდის.

ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ ზარალზე 17-დან 5 ბანკი გავიდა. ესენია: „სილქ ბანკი“, „ვითიბი ბანკი“, „პეისერა ბანკი საქართველო“, „ჰეშ ბანკი“ და „პეივ ბანკ ჯორჯია“.

იხილეთ ვრცლად: კომერციულმა ბანკებმა შვიდი თვე 1.814 მლრდ ლარის წმინდა მოგებით დახურეს - რომელია ზარალზე

თაია არდოტელი