დახვეწილი ლანჩები იტალიის სანაპიროზე, ქვეყნის დიდი ხნის ტრადიციაა. თუმცა, ბოლო წლებში მომრავლებული კერძო პლაჟების გამო, მას საფრთხე ემუქრება.
”როდესაც ძალიან ცხელა, ჩვენ ვამზადებთ ბოსტნეულს”, - აცხადებს 61 წლის გრაცია დე გიოსა, რომელმაც იტალიის სამხრეთ ქალაქ ბარის სან ჯიროლამოს სანაპიროზე, თავისი დიდი ოჯახისთვის კერძები მოამზადა.
მაგრამ, მისი თქმით, ბოლო ორი ზაფხულის განმავლობაში, იტალიელებისთვის საყვარელი რიტუალი დაძაბულობის წყაროდ იქცა. ადგილობრივებმა შენიშნეს, რომ სანაპიროზე, ბარის გარშემო, კერძო პლაჟის კლუბების მზარდმა რაოდენობამ ხალხს საკვებით შესვლა აუკრძალა.
„პირად პლაჟზე არ არის სასიამოვნო ამ ბანკეტების ყურება“, - აცხადებს nytimes -თან 23 წლის ბარის მიმტანი ერიკა სკარიმბოლო.
როგორც ჩანს, კლუბებს არ მოსწონთ ის, რომ დამსვენებლები კვებაში ფულს არ ხარჯავენ.
ქვეყანაში, სადაც ბევრისთვის ლანჩი და პლაჟი ზაფხულის ხშირად განუყოფელი ნაწილია, ახალმა დირექტივებმა აჟიოტაჟი გამოიწვია.
კანონის თანახმად, იტალიელებს ვერავინ აუკრძალავს საკუთარი საკვების მიტანას საჯარო პლაჟებზე. თუმცა, საკითხის გარშემო დაძაბულობა ვერ გვარდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში აპულიაში პლაჟის კლუბების რაოდენობა 50 პროცენტით გაიზარდა, უცხოური ტურიზმი გაორმაგდა და სანაპიროს ნაწილები პრაქტიკულად მიუწვდომელი გახდა ოჯახებისთვის.
წყარო: nytimes.com