„ქარის ელექტროსადგურების გამომუშავება, მნიშვნელოვნად შემცირდა“ - რა ღირს დენი ბაზარზე

2024 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის გამომუშავება 1.1%-ით შემცირდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაშია საუბარი.

კვლევის მიხედვით, წელს საანგარიშო პერიოდში, ელექტროენერგიის გამომუშავებამ 1,525 გვტ.სთ შეადგინა. ამასთან, ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება, წლიურ ჭრილში 8,1%-ით გაიზარდა, ხოლო ქარის ელექტროსადგურების გამომუშავება, მნიშვნელოვნად, 38,8%-ით შემცირდა.

წელს ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა 13.6%-ით და 1,252 გვტ.სთ შეადგინა. საცალო სექტორის მოხმარების წლიურმა ზრდამ 12,9% შეადგინა, ხოლო მსხვილი მოხმარების შემთხვევაში ზრდა 21,8%-ია.

„თიბისი კაპიტალი“ მიხედვით, საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ღირებულება 5.71 აშშ ცენტს გაუტოლდა, რაც წლიურად 9%-იანი ზრდაა.

მასთან, ივლისში საქართველოს წმინდა ექსპორტმა 220 გვტ. სთ ელექტროენერგია შეადგინა. ხოლო ძირითად ბაზარს კვლავ თურქეთი წარმოადგენს.

ნინი ქეთელაური