საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა და გამოაქვეყნა საქართველოს 2022 – 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთავრობა მუშაობს შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადებაზე, რათა მოპედები და მოტოციკლები სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარონ.
კერძოდ, გეგმის თანახმად, საუბარია, რომ სახელმწიფომ L კატეგორიის ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაქვემდებარებასთან დაკავშირებით შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტები უნდა მოამზადოს.
ამ აქტების მომზადებისთვის სახელმწიფოს ვადა 2025 წლის ბოლომდე აქვს განსაზღვრული.
ცნობისთვის, L კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები აერთიანებს - მოპედებს, მოტოციკლებს, ტრიციკლებსა და კვადროციკლებს.
იხილეთ ასევე: სიახლე მართვის მოწმობის აღების წესში - კიდევ ვის მოუწევს გამოცდის ქუჩაში, რეალურ მოძრაობაში ჩაბარება?