წელს, საქართველოს მოქალაქეობა 556 პირს შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქვეყნებს.
ამასთან, მათივე ცნობით, 2021 წლიდან 2024 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მოქალაქეობა ჯაში, 7 472 პირს შეუწყდა.
კერძოდ, წლების მიხედვით ეს მონაცემი ასეთი იყო:
- 2021 წელი - 1 282 პირს შეუწყდა მოქალაქეობა;
- 2022 წელი - 2398 პირს შეუწყდა მოქალაქეობა;
- 2023 წელი - 3 236 პირს შეუწყდა მოქალაქეობა.
რაც შეეხება 2024 წელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იანვრიდან 14 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეობა 556 პირს შეუწყდა.