მთავრობამ ჯუმათის ტის ნაწილში სამონადირეო მეურეობის მოწყობის ნებართვა გასცა

საქართველოს მთავრობის 27 აგვისტოს შესაბამისი დადგენილებით, გურიის რეგიონში, ჯუმათის ტყის ნაწილში, 625 ჰა ფართობზე, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ნებართვა გაიცა.

დადგენილების მიხედვით, პირობები ჯუმათის ტყის N-1დან N4 კვარტლების ჩათვლით სამონადირეო მეურნეობის მოწყობის 10-წლიანი ლიცენზიისთვის განისაზღვრა.

კერძოდ, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) სამონადირეო სავარგულით ადგილობრივი მოსახლეობის მიერ პრიორიტეტული სარგებლობა

ბ) სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავება

გ) კოლხური ხოხბისა და სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით განსაზღვრული სხვა სახეობების აღწარმოება

დ) სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული სანადიროსახეობების, მათ შორის, უცხო ინვზაზიური სახეობების გარემოდან ამოღება

ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს ასევე სამონადირეო მეურნეობის მოწყობა/ ფუნქციონირებისთვის 200 000 ლარის ოდენობით ინვესტიციის განხორციელება.

მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული ყველა ახალი სალიცენზიო პირობის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

ნათია ზარიძე