საჯარო რეესტრის უფროსის დავით დევიძის განცხადებით განახლებული მონაცემებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ორგანიზაციებისგან 360 განაცხადია შესული.
როგორც დევიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, დაინტერესებული მოქალაქისთვის კომფორტულია ყველა ორგანიზაციაზე ნახოს დეკლარაცია ერთ სივრცეში და ერთი ორგანიზაციის ვებგვერდზევე.
„საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზები დაცულია. იგივე სტანდარტი ვრცელდება „უცხოური ძალის გამტარებელი ძალის რეესტრთან მიმართებაში.
დღის ბოლოს, 360-სუბიექტის განცხადებაა შემოსული. მოქალაქეს უნდა დაეთვალიერებინა 360 ვებ-გვერდი, რაც არის რთული. დიდი უპირატესობაა, როდესაც შეგიძლია დაინტერესებულ მოქალაქეს ნახო ყველა ორგანიზაციაზე დეკლარაცია. 1 სივრცეში და ერთი ორგანიზაციის ვებგვერდზევე. კერძო ორგანიზაციები ვერ შეძლებენ იმ ხარისხით და სტანდარტის დაცვით ტექნოლოგიურ ორგანიზებას, რაც სჭირდება ასეთი ტიპის მონაცემების გარანტირებულად დაცვას იმისათვის, რომ არ მოხდეს გარე პირის ჩარევა“, - განაცხადა დევიძემ.
როგორც საჯარო რეესტრის უფროსმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად ინფორმაციის მოძიების დროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი გათვალისწინებასთან საუბრისას განაცხადა, რეესტრი ვალდებულია გაითვალისწინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი და გამჭვირვალობის შესახებ კანონს არ გაუქმებია პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი, რა თქმა უნდა მოქმედებს. რეესტრს ამ კანონიდან გამომდინარე აქვს იგივე ვალდებულებები და გავიმეორებ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონს არ გაუქმებია პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი, არც ადვოკატის შესახებ კანონი, არც პროფესიული საქმიანობის შესახებ კანონნი და არც სხვა კანონი, რომელიც საქართველოს სამართლებრივ სივრცეში არსებობს.
ჩვენი ვალდებულებაა დავასაბუთოთ თუ რა მოცულობით დავამუშავეთ პერსონალური მონაცემები და ხომ არ გადავაჭარბეთ. ეს არს ჩვენი პოლიტიკის დოკუმენტით გაწერილი“,- განაცხადა საჯარო რეესტრი უფროსმა.
ამასთან, როგორც დევიძე განმარტავს, რადგან დიდი რაოდენობით ინფორმაცია მუშავდება, საჯარო რეესტრსაც ჰყავს პერსონალური ინფორმაციის დაცვის ოფიცერი.
„პერსონალურ მონაცემთა კანონმდებლობაში ამოქმედებულია ახალი კანონი, რომლითაც ორგანიზაციების, რომლებიც დიდ ინფორმაციებს ამუშავებენ დაევალოთ, რომ თავადაც ჰყავდეთ შესაბამისი კვალიფიკაციის ინსპექტორი, რომელიც საჯარო რეესტრმა დანიშნა და ისიც პასუხისმგებელია თავადაც. ჩვენც გვყავს პერსონალური ინფორმაციის დაცვის ოფიცერი“, - განაცხადა მან.
ამასთან, როგორც დევიძემ განმარტა, კანონმდებლობით საჯარო რეესტრს არ აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ სახლში ან მოითხოვოს პირადი სახის მონაცემების მოთხოვნა, რომელიც საქმიდან არ გამომდინარეობს.
„ჩვენ არც საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში და არც ოფისებში შესვლის უფლებამოსილება არ გაგვაჩნია. ერთადერთი ბერკეტი, რაც საჯარო რეესტრს გააჩნია არის წერილობითი მიმოწერა, რომ მოითხოვოს ინფორმაცია და მოითხოვოს პასუხები . მათ შორის, ჩვენ არ შეგვიძლია ამ წერილობითი ინფორმაციის გასაჯაროება, ასევე პირადი სახის მონაცემების მოთხოვნა, რომელიც საქმიდან არ გამომდინარეობს.
კანონში, რომ წერია დანაწესი, ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან დაცულ პერსონალურ მონაცემებზე ტექნოლოგიურად მოვახდინო წვდომა , მაგრამ კანონი კრძალავს თუ მე არ მაქვს შესაბამისი წარმოება. თუ ვერ მივუთითე რატომ შევედი და დავათვალიერე ამ ადამიანის დოკუმენტი, ასეთ შემთხვევაში მე პერსონალურადაც დამეკისრება პასუხისმგებლობა და ორგანიზაციაც დაჯარიმდება პერსონალური მონაცემების ინსპექტორის მიერ“,- განაცხადა დევიძემ.