უკრაინელების 50-75%, ვინც საზღვარგარეთ წავიდა, ომის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას განიხილავს

უკრაინელების 50-75%, ვინც საზღვარგარეთ წავიდა, ომის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას განიხილავს. ამის შესახებ სახალხო დეპუტატმა ვადიმ გალაიჩუკმა განაცხადა.

„სხვადასხვა კვლევების შედეგების მიხედვით, უკრაინელების 50%-დან 75%-მდე სამშობლოში დაბრუნების ვარიანტს განიხილავს. ამ ადამიანების მთავარი პრობლემა უსაფრთხოების საკითხია. რეალური ციფრების დადგენა რთულია, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ასეთი ადამიანია, სულ მცირე, 50%-ს ნამდვილად აქვს გადაწყვეტილი, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში დაბრუნდეს“, - აღნიშნა გალაიჩუკმა.

მისი თქმით, ასეთი უკრაინელების რიცხვი 3-4 მილიონია.

უკრაინელების დაბრუნების შესახებ 27 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მოელის, უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის მამაკაცების დაბრუნებას, სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ფორმით იძულების გარეშე.

ნათია ზარიძე