ქვეყნები, სადაც ღვინო ყველაზე ძვირი/იაფი ღირს - რომელ ადგილზეა საქართველო

Numbeo 96 ქვეყნის მარკეტებში 1 ლიტრი ბოთლის ღვინის საშუალო ფასები გამოიკვლია. კვლევის მიხედვით, სინგაპურში 1 ლიტრი ბოთლის ღვინო ყველაზე ძვირია, ხოლო ყველაზე იაფი ირანშია.

ამავე რეიტინგში საქართველომ 69 ადგილი დაიკავა. უფრო კონკრეტულად, მარკეტებში 1 ლიტრი ღვინის საშუალო ფასმა 6.68 დოლარი შეადგინა. რეგიონში საქართველოზე ძვირია ღვინო სომხეთში (10.39 დოლარი), თურქეთში (8.84 დოლარი), აზერბაიჯანში (8.29 დოლარი). რუსეთში კი ღვინის საშუალო ფასი 5.47 დოლარით განისაზღვრა.

Numbeo-ს თანახმად, 10 ქვეყანა, სადაც ღვინო ყველაზე ძვირი ღირს ასე გამოყურება:

  • სინგაპური - 23.84 დოლარი;
  • იორდანია - 21.17 დოლარი;
  • ინდონეზია - 19.48 დოლარი;
  • ომანი - 18.18 დოლარი;
  • სამხრეთ კორეა - 18.11 დოლარი;
  • ტაილანდი - 17.71 დოლარი;
  • მალაიზია - 16 დოლარი;
  • ჰონგ-კონგი (ჩინეთი) – 15.39 დოლარი;
  • აშშ - 15 დოლარი;
  • ფინეთი - 14.55 დოლარი.

იმ ქვეყნების ათეული, სადაც ღვინო შედარებით ყველაზე იაფია, ასეთია:

  • ირანი - 80 ცენტი;
  • ლიბია - 1.08 დოლარი;
  • პაკისტანი - 1.79 დოლარი;
  • ქუვეითი 3.28 დოლარი;
  • საუდის არაბეთი - 3.46 დოლარი;
  • არგენტინა - 4 დოლარი;
  • უკრაინა - 4.38 დოლარი;
  • სამხრეთ აფრიკა - 4.71 დოლარი;
  • უზბეკეთი - 5 დოლარი;
  • უნგრეთი 5.06 დოლარი.

მერი ტაბატაძე