Ford-ი ძრავის სარქველების პრობლემის გამო, 90 735 ავტომობილს გაიწვევს, - ამის შესახებ Reuters-ი აშშ-ის მარეგულირებელზე, გზატკეცილის მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციაზე (NHTSA) დაყრდნობით წერს.
მარეგულირებლის განცხადებით, გაწვევა შეეხება 2021-2022 წლების Bronco-ს, F-150-ს, Edge-ს, Explorer-ს, Lincoln Nautilus-სა და Lincoln Aviator-ის მოდელის ავტომობილებს, რომლებსა 2.7 ლიტრიანი ან 3 ლიტრიანი Nano EcoBoost ძრავა აქვს.
Reuters-ი წერს, რომ გაწვევის შემდეგ აღნიშნულ ავტომობილებს ტესტირება ჩაუტარდებათ და საჭიროების შემთხვევაში, ძრავის უფასოდ შეცვლა განხორციელდება.