საჰაერო გადაზიდვებმა 850 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა - რომელია ტოპ-5 სავაჭრო პროდუქტი

საჰაერო გადაზიდვები მაქსიმალურ მაჩვენებელზეა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-ივლისში თვითმფრინავებით 850.016 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გადაიზიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით (საგარეო ვაჭრობის პორტალზე 2016 წლიდან ქვეყნდება) მაქსიმალური მაჩვენებელია.

შედარებისთვის, 2023 წლის 7 თვეში საჰაერო გზით გადატანილი ტვირთების მოცულობამ 692.296 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2022 წლის იანვარ-ივლისში - 629.604 მლნ აშშ დოლარი, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში - 555.881 მლნ აშშ დოლარი, 2020 წლის იანვარ-ივლისში - 448.816 მლნ აშშ დოლარი და ა.შ.

ამასთან, წელს 7 თვეში, აღნიშნული გზით 155.948 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, 694.067 მლნ აშშ დოლარის კი იმპორტი, რაც ასევე წინა წლებთან შედარებით, მაქსიმალურ მაჩვენებლებია.

რაც შეეხება პროდუქტებს, რომელიც საჰაერო ტრანსპორტით წელს ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა და გავიდა, ჩამონათვალი ასეთია:

ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:

  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 121.026 მლნ აშშ დოლარი
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 117.658 მლნ აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 78.396 მლნ აშშ დოლარი
  • ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 45.690 მლნ აშშ დოლარი
  • საფრენი აპარატები სხვა - 45.309 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:

  • ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 58.348 მლნნ აშშ დოლარი
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 22.258 მლნ აშშ დოლარი
  • სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 12.818 მლნ აშშ დოლარი
  • საფრენი აპარატები სხვა - 12.095 მლნ აშშ დოლარი
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 7.297 მლნ აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური