სემეკში ენერგეტიკის სამართლის შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, პროფესორ დავით ნარმანიას მოწვევით იენის (გერმანია) უნივერსიტეტის ენერგეტიკის სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მათიას კნაუფმა ენერგეტიკის სამართლის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციას ესწრებოდნენ ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები.

სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით გამართული საჯარო ლექციის ფარგლებში, პროფესორმა მათიას კნაუფმა ისაუბრა ევროკავშირის ქვეყნებში ენერგეტიკის სამართლის აღსრულების შესახებ, მიმოიხილა ენერგეტიკული სექტორის პრეცედენტული მაგალითები. გარდა ამისა, უპასუხა მონაწილეთა კითხვებს ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ენერგეტიკული გაერთიანებების (კოოპერატივები) გამოცდილების შესახებ.

სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია სექტორში დასაქმებული პირების ინფორმირებულობისა და ცოდნის დონის გაზრდა, ენერგეტიკის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. ამ მიზნით, პერმანენტულად მიმდინარეობს კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზება, რომლებიც ხელს უწყობს რიგ საკითხებზე მხარეთა შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას.

NS