ჩინეთის დიდ კედელზე ტურისტებისთვის დრონებით მიწოდების სერვისი ამოქმედდება

მიწოდების უმსხვილესი ჩინური ოპერატორი, Meituan თავისი ახალი სერვისით ტურისტებს საკვებს, სასმელსა და სამედიცინო პრეპარატებსაც კი სულ რაღაც 5 წუთში პირდაპირ ჩინეთის დიდ კედელზე მიაწვდის.

ინფორმაციას The Standard ავრცელებს.

მიწოდება დრონების გამოყენებით მოხდება, რაც ჩინეთში პირველი ასეთი პროექტი იქნება.

კერძოდ, ტურისტი ჩინეთის კედელზე თავისი მდებარეობის QR-კოდს ასკანერებს და ონლაინ-პლატფორმაზე გადადის, რომელზეც შეკვეთას აკეთებს. პეკინის ოფისში თანამშრომელი შეკვეთას იღებს, კალათიდან ყველაფერს ახლომდებარე მაღაზიაში ყიდულობს და მეზობელი სასტუმროს სახურავზე ააქვს, საიდანაც ამანათს ჩინურ კედელთან დრონით აგზავნის. დრონი პეკინთან ყველაზე ახლოს მდებარე და კედლის ყველაზე პოპულარულ, ბადალინის სამხრეთ მონაკვეთზე, საგუშაგო კოშკზე ეშვება, სადაც ტურისტი ამანათს იღებს.

საჰაერო მიწოდება, ამანათის ღირებულების გამოკლებით, Meituan-ის მომხმარებლებს მხოლოდ 4 იუანი, ანუ 0.60 დოლარამდე დაუჯდებათ.

იმისთვის, რომ დრონებმა უკან ცარიელი არ იფრინონ, ჩინეთის კედელზე მყოფი ოპერატორები მათ ნარჩენებით დატვირთავენ და გადამუშავების პუნქტებში გადაგზავნიან.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ