გრძელი და საამური ზაფხულის თავგადასავლებისა თუ სასიამოვნოდ ზარმაცი დღეებიდან დაბრუნება და ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელება, არც თუ ისე მარტივი ამბავია. ფერად ზაფხულს ალბათ, ვერაფერი ჩაანაცვლებს, თუმცა შემოდგომის დადგომასა და ისევ ყველაფრის თავის ადგილზე დაბრუნების დროსაც თავისი ხიბლი ახლავს.
როგორც წესი, ოფიციალურად, სწავლის დაწყებამდე მშობლები შვილებთან ერთად განსაკუთრებულად ემზადებიან. სწავლასთან ერთად მუსიკალური განათლება კი, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბავშვის აღზრდისა და ჩამოყალიბების პროცესში.
შემოდგომის დადგომისთანავე, კამპანია Back to music- ის ფარგლებში მუსიკის სახლი არსებულ სრულ კოლექციაზე 20დან 50%-მდე ფასდაკლებას გთავაზობთ როიალის, ციფრული ფორტეპიანოს, სინთეზატორის, აკუსტიკური, კლასიკური და ელექტრო გიტარის, უკულელეს, პერსკუსიასა და სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე. აღნიშნული ფასდაკლება 30 აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე, ზუსტად ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება. კამპანიის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს და ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს შეეძლებათ ფასდაკლებით შეიძინონ მსოფლიოში ცნობილი ბრენდული მუსიკალური ინსტრუმენტები, როგორებიცაა: Fender, Casio , Cascha, Ibanez, Roland, Valencia, Mahalo, Meinl და სხვა.
აღსანიშნავია, რომ მუსიკის სახლი არსებული ყველა მუსიკალური ბრენდის ოფიციალური პარტნიორი და შემომტანია საქართველოში. დეტალურად ჩვენს შეთავაზებებს კი შეგიძლიათ გაეცნოთ მუსიკის სახლის ვებგვერდზე - https://musikis-saxli.ge/.
(R)