2024 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები თითქმის 47%-ით გაიზარდა.
კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს ივლისში ბანკების მიმართ მომხმარებლებმა 2 596 საჩივარი დაწერეს, მაშინ როცა 2023 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი - 1 767 იყო.
ამასთან, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ივლისში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებზე, სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებით დაფიქსირდა.
უფრო კონკრეტულად, პროდუქტების მიხედვით საჩივრების ხუთეული (2024 წლის ივლისში) ასე გამოიყურება:
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი - 1 449 ტრანზაქციებზე მოდის, შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 495 საჩივრით, მე-3 ადგილზეა ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიები - 247 განაცხადით.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ივლისში 2 596 საჩივრიდან ბანკებმა 1 419 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 387 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 781 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 9 განაცხადის შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.