2024 წლის ივნისში, 4Hospitals-მა ISO 9001:2015 QMS საერთაშორისო სერთიფიკატი აიღო, რაც ხარისხის მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტს წარმოადგენს. ესე არა მხოლოდ აღიარებაა კომპანიისთვის, არამედ მომხმარებლებისა და პარტნიორების წინაშე მაღალი პასუხისმგებლობის კიდევ ერთი დასტური.
დაარსების დღიდან, სამედიცინო პროდუქციის და სერვისების პროვაიდერი კომპანია 4Hospitals ზრუნავს არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მასალების მიწოდებაზე, არამედ სერვისების და პროცესების მუდმივ გაუმჯობესებაზე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან ერთად, არ წყვეტს სიახლეების ძიებას და კიდევ უფრო აძლიერებს საკუთარ უნიკალურ ნიშას, რომელიც დღეს სამედიცინო კომპანიების ხუთეულში წამყვან პოზიციებს უნარჩუნებს.
მოქნილობა, წინდახედულობა და დინამიურობა, ეს ის აუცილებელი კომპონენტებია, რომელიც ყველა კომპანიას სჭირდება სწრაფად მზარდ სამედიცინო ბაზარზე განვითარებისთვის.
ყოველწლიურად იცვლება ჯანდაცვის მოთხოვნები, საერთაშორისო სტანდარტები, ბაზარზე ჩნდება ახალი ინოვაციები და მაღალი ხარისხის შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ პროცესებისთვის ფეხის აწყობა და სწრაფი ადაპტაცია.
4ჰოსპიტალსის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გამყრელიძე, გვიყვება სერთიფიცირების პროცესსა და დასკვნით ნაწილზე:
„სააკრედიტაციო/საკონტროლო აუდიტი გერმანული ორგანიზაცია TÜVNORD-ის მიერ მიმდინარე წლის ივნისში პირველად ჩატარდა და გაიცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც კომპანიამ მაღალი შეფასება დაიმსახურა და ISO 9001:2015 სერთიფიკატი მიიღო.
აუდიტის დასკვნის მიხედვით: "4ჰოსპიტალსის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა (QMS) სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, კომპანიაში არის უმაღლესი მენეჯმენტის და მფლობელის ჩართულობის მაღალი დონე, 4ჰოსპიტალსს აქვს ძლიერი სისტემა და ორგანიზაციული ხედვა, კომპანიას ჰყავს კვალიფიციური წარმომადგენლების გუნდი, რისი დამსახურებაცაა მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონე."
ეს ყველაფერი მრავალი წლის თავდაუზოგავი შრომის შედეგია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი კომპანია უწყვეტ განვითარებასა და ბიზნესის მართვის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
საბოლოო მიზანს კი წარმოადგენს ჩვენი მომხმარებლების/პარტნიორების კმაყოფილობა და სრული ნდობა იმისა, რომ მათ გვერდში არის კომპანია, რომლის მიღმაც გაწერილი პროცედურები, სტანდარტები და ხარისხია“.
4Hospitals-მა შეძლო, რომ გამხდარიყო ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია და შეექმნა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხის გარანტიას, უწყვეტ მომარაგებას, გამართულ საინჟინრო სისტემას, რომლის შედეგადაც დღეს კომპანია 300-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან თანამშრომლობს სრულიად საქართველოს მასშტაბით და მოპოვებული აქვს მათი სრული ნდობა.
პარტნიორების მხრიდან ნდობა კი კომპანიისთვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია.
სიახლეებისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს: https://4hospitals.ge/
(R)