თურქეთმა BRICS-ში გაწევრიანება მოითხოვა. ინფორმაციას Bloomberg წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, თურქეთმა ორგანიზაციაში გაწევრიანების განაცხადი რამდენიმე თვის წინ შეიტანა, რითიც ის სხვა ქვეყნებთან კავშირით თავისი გავლენის გაფართოებას ცდილობს. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანებაზე პროგრესის ნაკლებობით იმედგაცრუებულია.
BRICS-ში წევრი ქვეყნების რაოდენობის გაზრდის საკითხი შესაძლოა, 22-24 ოქტომბერს ყაზანში დაგეგმილი სახელმწიფოს მეთაურთა სამიტზე განიხილონ.
ამჟამად BRICS-ში 10 ქვეყანა, კერძოდ, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპი არის გაწევრიანებული.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ