2024 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელი ივლისის პერიოდში, თბილისში ნებართვა 86 ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის გაიცა.
ამის შესახებ აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის ექვს თვეში დედაქალაქში შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით მიმდინარე 15 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შეჩერდა.
„ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში დედაქალაქში სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის წარმოებისთვის 165 ობიექტი დაჯარიმდა.
მათივე ცნობით, დარღვევებისთვის ჯამურად გამოწერილი ჯარიმის რაოდენობამ 2 031 000 ლარი შეადგინა.