სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9% იყო, ისევე როგორც თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი.
საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.5%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.17%-ით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (1.3%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.3 %), ყავა, ჩაი და კაკაო (1.3 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.2 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.9%), თევზეული (0.8 %), რძე, ყველი და კვერცხი (0.1%).
ამასთან, მოცემულ პერიოდში ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-2.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.1%); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.9%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.07%-ით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-3.7 %), ისე ტანსაცმლის (-1.3%) ქვეჯგუფებზე;
კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირდა 5.7%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.2%-ით აისახა.
ამასთან, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4%-ით, რაც 0.89%-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (9.7%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (5.3%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.5%);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.31%-ით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (6.4 %), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.2%); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები შემცირებულია 2.6%ით, რაც წლიურ ინდექსზე -0.21%-ით აისახა. ფასების კლება, ძირითადად, დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (-5.2 %);
კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.48%-ით აისახა.