რომელი პროდუქტები გაიაფდა აგვისტოში - ტოპ-10-ეული

საქსტატის თანახმად, 2024 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9% იყო, ისევე როგორც თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი.

ამავე მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, გაიაფებულ პროდუქტებს შორის, ლიდერია კომბოსტო, რომლის ღირებულება 44%-ით შემცირდა, შემდეგია მწვანილი 42,6%-ით და საზამთრო 33%-ით.

უფრო კონკრეტულად:

  • კომბოსტო - 44%
  • მწვანილი - 42.6%
  • საზამთრო - 33%
  • ანტიბიოტიკები - 25.6%
  • წიწიბურა - 21.5%
  • სიმინდის ფქვილი - 18.7%
  • ხახვი - 12.3%
  • კარტოფილი - 9.5%
  • იმერული ყველი -6%
  • ატამი - 5%

ნინი ქეთელაური