დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, თბილისი-ბათუმის 17:00-საათიანი რეისი გაუქმდა.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს.
„ძვირფასო მგზავრებო, მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00-საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა.
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს.
კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცახდებაში.