Ferrero მცენარეულ თხილის კარაქ Nutella-ს გამოუშვებს. ინფორმაციას FoodBev Media ავრცელებს.
კერძოდ, რძის ინგრედიენტები, რომლებიც კლასიკურ Nutella-შია, ახალ პასტაში ნუტით (თურქული ბარდით) და ბრინჯის სიროფით ჩანაცვლდება. ამასთან, რეცეპტში შემწვარი თხილი და კაკაო შენარჩუნდება.
გამოცემის ცნობით, პასტის გაყიდვა ევროპის მაღაზიებში წლევანდელ შემოდგომაზე დაიწყება. პასტა 350-გრამიან ქილებში გაიყიდება.
Nutella-ს გლობალური პრეზიდენტის, თომას შატენიეს თქმით, თხილის კარაქის ახალი ხაზის გაშვება კომპანიას სამომხმარებლო ბაზის გაფართოებაში დაეხმარება.
ცნობისთვის: Nutella-ს ბრენდით პასტის წარმოება 1964 წელს დაიწყო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ