რომელია საუკეთესო მეორადი ავტომობილი - მოდელების top-10

ამერიკელმა ექსპერტებმა უსაფრთხო და საიმედო მეორადი ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს, რომლებიც მყიდველს ათასობით დოლარს დააზოგინებს.

რეიტინგი Consumer Reports-ზე ვრცელდება.

რეიტინგი ავტომობილის საიმედოობისა და მფლობელის კმაყოფილების შესახებ ტესტის შედეგების საფუძველზე შეიქმნა. საუკეთესო მოდელები სხვადასხვა კლასსა და სხვადასხვა ფასის კატეგორიაში გამოვლინდა.

ყველაზე უსაფრთხო და საიმედო მეორადი ავტომობილებია:

10 ათას დოლარამდე ღირებულების

  • Chevrolet Cruze (2017)

15 ათას დოლარამდე

  • Hyundai Elantra (2019)
  • SUV (სპორტული უნივერსალი) - Honda HR-V (2018)

20 ათას დოლარამდე

  • ჰიბრიდი - Toyota Corolla Hybrid (2021)
  • კომპაქტური SUV - Kia Sportage (2021)
  • ჰიბრიდული კროსოვერი - Toyota RAV4 Hybrid (2018)
  • საოჯახო SUV - Mazda CX-9 (2020)
  • პრემიუმ SUV - Buick Envision (2020)
  • პიკაპი - Toyota Tacoma (2015)
  • სპორტული ავტომობილი - Mazda MX-5 Miata (2019)

ექსპერტებმა, ასევე, ამ მოდელის ავტომობილების უპირატესობა დაასახელეს. მათი შეფასებით, Chevrolet Cruze სასიამოვნო სამართავია და შედარებით ფართო სალონი აქვს. ამასთა, Hyundai Elantra საწვავის შთამბეჭდავი ეკონომიურობით გამოირჩევა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ