საქსტატის თანახმად, 2024 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1%, ხოლო წლიურმა 1% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, წელს აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9% იყო, ისევე როგორც თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი.
ამავე მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, გაიაფებულ პროდუქტებს შორის, ლიდერობდა კომბოსტო, რომლის ღირებულება 44%-ით შემცირდა, შემდეგია მწვანილი 42,6%-ით და საზამთრო 33%-ით.
სტატისტიკის თანახმად, წელს აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, პროდუქტებს შორის, ყველაზე მეტად, 66%-ით კიტრი გაძვირდა, 60%-ით კივი, 45.5%-ით კი ნიორი.
რაც შეეხება მომსახურებას, რომელიც საანგარიშო პერიოდში ( წელს აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით) გაძვირდა, ასეთია ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება, რომლის ფასი 22.6%-ით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ ყველაზე მეტად გაძვირებულ 10 მომსახურებას: