„პლატსის“ მიხედვით, საქართველოს ბოლო სამ თვეში ბენზინი 9.3%-ით, ხოლო დიზელი 4.6%-ით გაუიაფდა. უფრო კონკრეტულად, თუ მაისში პლატსის ფასი ტონა ბენზინზე 849.52 დოლარი იყო, აგვისტოში 769.73 დოლარი გახდა. რაც შეეხება ევრო დიზელს, მაისში 743.55 დოლარს შეადგენდა, აგვისტოში კი 708.93 დოლარამდე შემცირდა.
აღსანიშნავია, ისიც, რომ საქართველოში ნავთობიომპორტიორები საწვავს „პლატსის“ ფასების მიხედვით ყიდულობენ, შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე ბანზინისა და დიზელის ღირებულების ფორმირებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს.
თუმცა, მიუხედავად, პლატსის ფასის შემცირებისა, საქართველოში ამ 3 თვის განმავლობაში ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ძირითად შემთხვევაში არ შეცვლილა, მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში გაძვირდა კიდეც.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ღირს დღეს საწვავი რიგ ბენზინგასამართ სადგურებზე:
Socar:
Wissol:
Gulf:
Rompetrol;
Portal-ი:
იხილეთ ასევე: სექტემბერში მთავრობას საწვავის შესყიდვა გაუიაფდა - რა ჯდება ერთი ლიტრი