7 სექტემბრიდან, 18-მეტრიანი ავტობუსები საბურთალოდან ვარკეთილის დასახლებამდე იმოძრავებს - როგორია მარშრუტი?

7 სექტემბრიდან, 18-მეტრიანი ავტობუსები საბურთალოდან ვარკეთილის დასახლებამდე იმოძრავებს.

კერძოდ, თბილისის მერიის ტრანსორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბრიდან, N310 მარშრუტზე მოძრავი 14 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი MAN-ის მარკის 19 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება.

რაც შეეხება მარშრუტს, ავტობუსები მგზავრებს სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე უკვე არსებული სქემით მოემსახურებიან. ამის შემდეგ კი მოძრაობას გააგრძელებენ ორთაჭალის მიმართულებით, მეტროსადგურების - „ისნისა“ და „სამგორის“ გავლით დაუკავშირდებიან ჯავახეთის ქუჩას და სუხიშვილის, თაყაიშვილისა და კუპრაძის ქუჩების გავლით - ვარკეთილის დასახლებას.

თაია არდოტელი