შვედეთი ოჯახების დასახმარებლად 1.75 მლრდ დოლარის საგადასახადო შეღავათებს გეგმავს.
ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
კერძოდ, 2025 წელს შვედეთის მთავრობა საშემოსავლო გადასახადს შეამცირებს, რომ გაზარდოს იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთა მსყიდველუნარიანობა ფასების ზრდისა და სესხის აღების ხარჯის გამო შემცირდა.
საშეღავათო ზომები მომავალი წლის ბიუჯეტში, დაახლოებით, 13.5 მლრდ კრონი, ანუ 1.31 მილიარდი დოლარი დაჯდება, ხოლო დამატებით 4.4 მლრდ დოლარი ფონდებში და აქციების სახით არსებული გარკვეული დანაზოგების გადასახადისგან გასათავისუფლებლად გამოიყოფა.
ეს მას შემდეგ ხდება, რაც მემარჯვენე-ცენტრისტულმა მთავრობამ პირობა დადო, რომ შინამეურნეობების მხარდაჭერას ინფლაციაზე გამარჯვების შემდეგ გააძლიერებდა, რაც მანამდე მთავრობას ფასების შემდგომი ზრდის თავიდან ასაცილებლად ხარჯების შეკავებას აიძულებდა.
მთავრობა ისეთი ბიუჯეტის წარდგენას გეგმავს, რომელიც შინამეურნეობების მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული ხარჯის გათვალისწინებით, მთლიანობაში, დაახლოებით, 60 მლრდ კრონის (5.8 მლრდ დოლარის) ოდენობის დამატებით ზომებს მოიცავს.
სრული ბიუჯეტი 19 სექტემბერს იქნება წარდგენილი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ