2024 წლის აგვისტოში წლიურად, ყველაზე გაძვირებულ 10 საკვებ პროდუქტს შორის ლიმონიც მოხვდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პროდუქტის ფასი 18.4%-ით გაიზარდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორია ლიმონის იმპორტის მაჩვენებლები და რა ჯდება 1 კგ პროდუქტის შემოტანა ქვეყანაში.
სტატისტიკის მიხედვით, წელს, იანვარ-ივლისში საქართველომ 1.446 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 063 ტონა ლიმონი შეიძინა, რაც მცირედით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, თუმცა, თანხობრივად აღემატება. კერძოდ, შარშან 7 თვეში საქართველომ 2 206 ტონა პროდუქტში 994.5 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა, გამოდის, შარშან 1 კგ იმპორტირებული ლიმონის ფასი 45 ცენტი იყო, წელს 70 ცენტია (შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია საშუალო მონაცემებით, გადასახადების გარეშე).
რაც შეეხება ქვეყნებს, წელს იმპორტირებული პროდუქტის 65% თურქეთზე მოდის, რომელსაც სამხრეთ აფრიკა მოჰყვება 22%-ით.
უფრო კონკრეტულად, წელს, იანვარ-ივლისში ლიმონი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:
ასევე, მცირე რაოდენობით იმპორტი განხორციელდა პერუდან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან და ჩინეთიდან.
შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია საშუალო მონაცემებით, გადასახადების გარეშე.