გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის მეურნეობაში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის მეურნეობაში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“ - ის ფარგლებში ხორციელდება და პროექტით მიხედვით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება.

„პროექტის მიხედვით მოეწყობა კაუჩუკის მოედანი, ატრაქციონები, ბილიკები დეკორატიული ფილებით, კალათბურთის ფარები, შადრევანი, სარწყავი სისტემა, გამწვანება, გარეგანათება, მოაჯირი.

სამუშაოები„სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“ - ის ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.