საქართველოში 1 მლნ ლარზე მეტი 1 800-მდე სესხია გაცემული - რამდენ ფიზიკურ პირს აქვს ამ მოცულობის კრედიტი

2024 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ მილიონი და მეტი ლარის სესხი 1 800-მდე პირს აქვს აღებული. სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, აქედან 1 700-მდე იურიდიული პირია, ხოლო 100-მდე ფიზიკური.

ამასთან, სესხების მოცულობის რანჟირების მიხედვით, ყველაზე მეტი ხელშეკრულება გაფორმებულია 1000 ლარამდე კრედიტზე - სულ 1.610 მლნ ხელშეკრულება, ჯამში 577.5 მლნ ლარის. თითქმის 1.009 მლნ ხელშეკრულებით მეორე ადგილზეა 1000-დან 5 ათასამდე გაცემული სესხები, ამ კატეგორიაში სულ გაცემულია 2.371 მლრდ ლარის კრედიტი.

ამასთან:

  • 5 000-დან 25 000-მდე ლარის სესხი აღებული აქვს 497.2 ათას პირს, ჯამში 5.576 მლრდ ლარის;
  • 25 000-დან 100 000-მდე ლარის სესხი გაცემულია 169.7 ათას პირზე, ჯამში 8.282 მლრდ ლარის;
  • 100 000-დან 1 მილიონ ლარამდე სესხი აღებული აქვს 43.6 ათას პირს, ჯამში 8.565 მლრდ ლარის;
  • 1 მილიონი ლარი და მეტის კრედიტზე ხელშეკრულება გაფორმებულია 1 800 პირთან, ჯამში 6.487 მლრ ლარის

რაც შეეხება 2023 წელს, შარშან 31 დეკემბრის მდგომარეობით ერთ მილიონ ლარზე მეტ სესხზე სულ გაფორმებული იყო 1 700-მდე ხელშეკრულება, აქედან 1 600-მდე იურიდიული პირზე, 100-მდე ფიზიკურზე.