დამზადებულია აშშ-ში: 10 გამოგონება, რომელმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალა

რევოლუციური გამოგონებები მხოლოდ “მაიას ტომს“, ჩინეთსა და სხვა ცნობილ მეგა ქვეყნებს არ ეკუთვნით.

ემიგრანტებისგან შემდგარმა - ამერიკულმა ინოვაციებმა მსოფლიო შეცვალა.

წარმოგიდგენთ გამოგონებებს, რომლებმაც კაცობრიობას ცხოვრება გაუადვილეს.

2-1725694065.jpg

1834 წელი - საკერავი მანქანა

გამომგონებელმა, სახელად უოლტერ ჰანტმა, 1834 წელს შექმნა ამერიკის პირველი საკერავი მანქანა და პირველმა გამოიყენა თვალისებრი ნემსი. თუმცა, მან არ დააპატენტა თავისი ქმნილება, რადგან შიშობდა, რომ ეს მკერავების უმუშევრობას გამოიწვევდა.

საკერავი მანქანა მოგვიანებით ელიას ჰოუმ 1846 წელს დააპატენტა. თუმცა, დიზაინი ისააკ ზინგერმა დააკოპირა. მოგვიანებით ზინგერმა აღიარა, რომ ჰანტი იყო ორიგინალი გამომგონებელი.

3-1725694095.jpg

1879 წელი - ინკანდესენტური ნათურა

ინკანდესენტური ნათურა 1879 წელს თომას ედისონმა პირველმა დააპატენტა. მან გამოიყენა ტექნოლოგია, რომელიც 14,5 საათის განმავლობაში ანათებს.

ეს გახდა ედისონის ნათურის სტანდარტი მომდევნო 10 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ნათურების ტექნოლოგია შეიცვალა, ედისონის სტილი დღესაც ცნობადია მთელ მსოფლიოში.

4-1725694174.jpg

1885 წელი - ფოტო ფირი

1885 წელს ფოტო ფილმის პირველი ხვეულა Kodak-ის ჯორჯ ისტმანმა შექმნა. დროთა განმავლობაში ისტმენმა თავისი იდეა გააუმჯობესა, საბოლოოდ კი შეიმუშავა გამჭვირვალე ფირის როლი, რომელიც ფართედ გამოიყენება.

მიუხედავად იმისა, რომ ციფრულმა ფოტოგრაფიამ და სმარტფონებმა კინოფოტოგრაფია ნაკლებად პოპულარული გახადა, ბევრი ფოტოგრაფი მაინც ირჩევს ფირით მუშაობას.

5-1725694244.jpg

1886 წელი - კოკა-კოლა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი, Coca-Cola ატლანტას შტატში მცხოვრებმა ჯონ პემბერტონმა შექმნა.

ქიმიკოსმა და ამერიკის სამოქალაქო ომის ვეტერანმა თავისი შექმნილი სიროფი მიიტანა ადგილობრივ აფთიაქში, რომელიც დათანხმდა მის გაყიდვას 5 ცენტად.

1886 წელს პემბერტონმა შეცვალა რეცეპტი.

6-1725694278.jpg

1923 - ავტომატური ტრანსმისია

თანამედროვე ავტომატური ტრანსმისია (ავტომატური გადაცემათა კოლოფი მანქანებში) თარიღდება საუკუნის დასასრულს.

მსგავს კონცეფციას ჰენრი ფორდის 1908 წლის მოდელი T ეყრდნობოდა.

ტრანსმისია 1923 წელს ჩიკაგოელმა ჰენრი ჰოფმანმა დააპატენტა.

11-1725694301.jpg

1930 წელი - ტელევიზორი

შოტლანდიელი გამომგონებელი ჯონ ლოჯი ბეირდი ტელევიზორის გამომგონებლად ითვლება.

მისმა მექანიკურმა სკანერ მოწყობილობამ გარკვეულ წარმატებას მიაღწია 1926 წელს და პირველმა გადასცა სურათები, თუმცა არ დაუპატენტებია.

ამერიკელმა ფილო ფარნსვორთმა ელექტრონული სატელევიზიო სისტემა აშშ-ში 1930 წელს დააპატენტა.

7-1725694331.jpg

1935 წელი - ნეილონი

1935 წელს DuPont-ის გუნდმა შექმნა აბრეშუმის მსგავსი ძლიერი და ელასტიური ბოჭკოების ფორმულა და ამ პროდუქტს ნეილონი დაარქვა.

კომპანიამ მიიღო ნეილონის პატენტი 1938 წლის სექტემბერში. წინდები კი პირველად 1939 წლის მარტში გაიყიდა.

8-1725694370.jpg

1945 წელი - მიკროტალღური ღუმელი

ინჟინერმა პერსი სპენსერმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აღმოაჩინა მიკროტალღური სიგნალები, რომელიც საკვების გასათბობად გამოიყენა.

მან გამოგონება პოპკორნის მარცვლებზე და კვერცხზე გამოსცადა. შედეგი გამაოგნებელი იყო.

მან მიკროტალღური ღუმელის პატენტი 1945 წელს მიიღო.

picture1-1725694403.jpg

1966 წელი - ვიდეო თამაში

Sanders Associates-ის (ახლანდელი BAE Systems) ინჟინერი რალფ ბაერი აკვირდებოდა ტელევიზორების პოპულარობას და ფიქრობდა ამ ტექნოლოგიის სხვა სახით გამოყენებაზე.

სწორედ მან მოიფიქრა ვიდეო თამაშები. 1966-1968 წლებში მან შექმნა რამდენიმე პროტოტიპი "Brown Box". სისტემა შეიცავდა ორ კონტროლერს და მრავალპროგრამული თამაშის სისტემას - ეს არის ძირითადი ფუნქციები, რომლებიც დღესაც არის წარმოდგენილი უმეტეს სათამაშო კონსოლებში.

პატენტი 1973 წელს მიიღო.

9-1725694448.jpg

1969 წელი - ლაზერული პრინტერი

ამერიკელი ინჟინერი გარი სტარკვეზერი Xerox-ში მუშაობდა, როდესაც ადრეული ფაქსის აპარატების სკანირებისა და ბეჭდვის დასაჩქარებლად ახალ გზებს იკვლევდა. სწორედ იმ დროს შეიმუშავა ლაზერული პრინტერის პროტოტიპი.

კომპანიის პირველი ლაზერული პრინტერი, Xerox 9700, გაყიდვაში 1977 წელს გამოვიდა.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი