სკოლის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. სასურველი პროდუქციის შეძენა მშობლებს სხვადასხვა დაწესებულებებში შეუძლიათ - მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში, ბაზრობებზე და ა.შ. თუმცა ფასები ყველგან განსხვავებულია, არჩევანი კი საკმაოდ დიდი.
სასკოლო ჩანთების ფასი 35 ლარიდან იწყება, თუმცა პირველკლასელთთვის რეკომენდებული კარკასული და ორთოპედიული ჩანთები, შედარებით ძვირი ღირს - მათი ფასი ბაზრობებზე 50 ლარიდან იწყება.
რაც შეეხება საკანცელარიო ნივთებს, ბაზრობაზე სახაზავის ფასი 0.50 ლარიდან იწყება და მატულობს მიდი დიზაინისა და ხარისხის მიხედვით. რვეულები 0.70 ლარიდან, კალმები 0.30 ლარიდან, საშლელები 0.20 ლარი, ფერადი ფანქრები 1.50 ლარიდან, ლანჩბოქსების შეძენა კი 5 ლარიდან შეგიძლიათ.
რაც შეეხება „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელს, სასკოლო ჩანთების ფასი აქ 14.99 ლარიდან იწყება, კალმის ფასი 0.15 ლარიდან იწყება, შავი ფანქრის ფასი 1 ლარიდან იწყება, ფერადი ფანქრების - 2.50 ლარიდან, საშლელს 0.50 ლარიდან შეიძენთ, სახაზავს 0.5 ლარიდან, ლანჩბოქებს 10 ლარიდან, კალმებისა და ფანქრების ჩასაწყობს კი 2 ლარიდან.