თბილისის უბნები, სადაც ბინას ყველაზე ძვირად/იაფად იყიდით

„გალტ ენდ თაგარტის“ თბილისის უძრავი ქონების შესახებ მიმოხილვის თანახმად, ივლისში დედაქალაქში 3 476 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები შემცირებულია, კერძოდ, შარშან ივლისში 3 521 ბინა იყო გაყიდული.

კვლევის მიხედვით, გაზრდილია გასაყიდი ფასი. მაგალითად, ივლისში წელს 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი თუ 1 298 დოლარს გაუტოლდა, შარშან იმავე თვეში კი 1 173 დოლარი იყო.

უბნების მიხედვით დედაქალაქში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში გაიყიდა და რაოდენობამ 674 შეადგინა, დიღომს მოსდევდა 550 გაყიდული ბინით საბურთალო, შემდგე ადგილზე კი ნაძალადევის იყო, სადაც 427 ბინა გაიყიდა.

ამასთანავე, ყველაზე ძვირი ბინა მთაწმინდაზე იყო და 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 2 658 დოლარს შეადგენდა. ყველზე იაფად კი ივლისში ბინას ვაშლიჯვარში ყიდულობდნენ. ამ შემთხვევაში საშუალო შეწონილი ფასი 978 დოლარი იყო.

უფრო კონკრეტულად, გასაყიდი ფასი და გაყიდული ბინების რაოდენობა უბნების მიხედვით ასეთია:

  • მთაწმინდა - 2 658 დოლარი, 76 გაყიდული ბინა;
  • ვაკე - 2 339 დოლარი, 86 გაყიდული ბინა;
  • ჩუღურეთი - 1 675 დოლარი, 82 გაყიდული ბინა;
  • საბურთალო 1 534 დოლარი, 550 გაყიდული ბინა;
  • კრწანისი - 1 419 დოლარი, 108 გაყიდული ბინა;
  • ისანი - 1 224 დოლარი, 244 გაყიდული ბინა;
  • დიდუბე -1 202 დოლარი, 375 გაყიდული ბინა;
  • ნაძალადევი - 1 161 დოლარი, 427 გაყიდული ბინა;
  • გლდანი - 1 048 დოლარი, 346 გაყიდული ბინა;
  • სამგორი - 1 044 დოლარი, 444 გაყიდული ბინა;
  • დიდი დიღომი - 990 დოლარი, 674 გაყიდული ბინა;
  • ვაშლიჯვარი - 978 დოლარი, 64 გაყიდული ბინა.

მერი ტაბატაძე