საქართველოში ფქვილის იმპორტი 59%-ით შემცირდა. გასული წლის იანვარ-ივლისში იმპორტირებულია 26.97 მილიონი დოლარის 94 831 ტონა ფქვილი, ხოლო წელს იმავე პერიოდში 11.07 მილიონი დოლარის ღირებულების 42 876 ტონა.
საანგარიშო პერიოდში შემცირებულია საიმპორტო ფასიც. უფრო კონკრეტულად, გასული წლის შვიდ თვეში 1 კგ ფქვილის საშუალო საიმპორტო ფასი 28 ცენტი იყო, წელს კი შემცირებულია 26-ცენტამდე.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში იმპორტირებული ფქვილის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან შემოდის. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში რუსეთის წილი ფქვილის იმპორტში 91%-ს შეადგენდა. წელს უმსხვილესი 5 იმპორტიორი ქვეყანა ასე გამოყურება:
შეგახსენებთ, საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადი მოქმედებს. განკარგულება მთავრობამ 2023 წლის 12 ივნისიდან აამოქმედა, რომელსაც 2024 წლის 1-ელ მარტამდე უნდა ემოქმედა, თუმცა 1-ელ სექტემბრამდე გახანგრძლივდა. თავდაპირველად ბაჟი ტონაზე 50 ლარს შეადგენდა, მოგვიანებით, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან ეს გადასახადი 250 ლარამდე გაიზარდა. ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადასახადიდან ბიუჯეტში დაახლოებით 30 მლნ ლარის გადასახადი შევიდა.
რაც შეეხება ხორბლის მოსავალს, ასოციაციის ინფორმაციითვე, გასულ წლებთან შედარებით, წელს უკეთესი მდგომარეობაა. კერძოდ, ხორბლის მოსავალი ჰექტარზე, საშუალოდ, 3.5 ტონას შეადგენს. მათივე ცნობით, რაოდენობასთან ერთად გაზრდილია ხარისხობრივი მაჩვენებლები. ასოციაცია წელს მაღალი ხარისხის ქართული ფქვილის ქონას აანონსებს.