გლობალურ ბაზარზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნავთობის ფასი შემცირდა. თბილისის დროით 13:00 საათზე, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ერთკვირიან ჭრილში ბარელზე 2.24%-ით 71.06 დოლარამდე გაიაფდა. WTI-ის ტიპის ნავთობის შემთხვევაში კი ფასები ბარელზე 2.14%-ით შემცირდა და 67.67 დოლარი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს საწვავი ამჟამად საქართველოში. გთავაზობთ, რამდენად შეიძენთ საწვავს დღეს ბენზინგასამართებზე:
„სოკარი“
„რომპეტროლი“
„გალფი“
„ვისოლი“
„ლუკოილი“
„პორტალი“
ცნობისთვის, „პლატსის“ მიხედვით საქართველოს ბოლო სამ თვეში ბენზინი 9.3%-ით, დიზელი კი 4.6%-ით გაუიაფდა. კერძოდ, მაისში პლატსის ფასი ტონა ბენზინზე 849.52 დოლარს შეადგენდა, აგვისტოში კი 769.73 დოლარს გაუტოლდა. ამასთანავე, ევრო დიზელი მაისში 743.55 დოლარი ღირდა, სამი თვის შემდეგ კი 708.93 დოლარამდე არის შემცირებული.
მიუხედავად, „პლატსის“ ფასის შემცირებისა, საქართველოში ბოლო 3 თვის მანძილზე ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ძირითად შემთხვევაში არ შეცვლილა, მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში გაძვირდა კიდეც.