საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის აგვისტოში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რეპეტიტორის მომსახურება გაძვირდა.
უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში აღნიშნულ მომსახურებაზე ფასის მატებამ 5.69% შეადგინა. ამავე მონაცემების თანახმად, გაზრდილია შემდეგი სასწავლო წრეების გადასახადები:
- შემოქმედებითი წრე - წლიურად 9.93%-იანი ზრდა;
- სპორტული წრე - წლიურად 9.8%-იანი ზრდა;
- უცხო ენების შესწავლა - წლიურად 2.87%-იანი ზრდა.
გარდა ამისა, აგვისტოში წლიურად გაზრდილია უმაღლესი სასწავლებლის გადასახადები. კერძოდ, ამ შემთხვევაში ფასის მატებამ 5.69% შეადგინა. ამასთანავე, გაიზარდა სკოლა ლიცეუმების გადასახადი და გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, ფასის მატებამ 5.03% შეადგინა. საბავშვო ბაღის შემთხვევაში კი გადასახადის ღირებულება წლიურად 5.89%-ით არის გაზრდილი.