გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, ზოგან კი წვიმა, სეტყვა და ელჭექი.
სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა ღამით 19-24°, დღისით 28-33 გრადუსი იქნება. მთაში ღამით ტემპერატურა 15-20 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს, დღისით კი 25-30 გრადუსი იქნება. მაღალმთაში ტემპერატურა ღამით 8-13, დღისით კი 22-27 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით 13-18 გრადუსი, დღისით 26-31 გრადუსი; მთაში ღამით 9-14 გრადუსი, დღისით 23-28 გრადუსი; მაღალმთაში ღამით 7-12 გრადუსი, დღისით 12-17 გრადუსი, ზოგან 24 გრადუსამდე.