ლიფტების პერიოდული ტექინსპექტირების ჩაუტარებლობის გამო, 2020 წლიდან დღემდე დაჯარიმებულია 28 ამხანაგობა, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში განუცხადეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისში ტექნიკური ინსპექტირება 5047 ლიფტს აქვს გავლილი. სააგენტოს განმარტებით, ეს ის ლიფტებია, რომელთა შემოწმებისთვისაც სააგენტოს მიმართეს და შესაბამისი ინსპექტირება განხორციელდა.
რაც შეეხება მონაცემს, თუ რამდენია ლიფტია ჯამში დედაქალაქში, სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია არ აქვთ.
„ლიფტების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მესამე წელს, კერძო ინსპექტირების ორგანოების მიერ. გარდა ამისა, სააგენტოს მიერ არაგეგმიური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ლიფტებში მომხდარი ავარიის, უბედური შემთხვევის, საფრთხის შესახებ შეტყობინების, ფორსმაჟორის და სხვა შემთხვევებში“, - განგვიცხადეს სააგენტოში.