„ფაქტობრივად ფინანსურ ბომბზე სხედან - ასეულ ათასობით ოჯახი აღმოჩნდება რეპრესიების ქვეშ, როგორც გადასახადების დამმალავები“

„არჩევნების შემდეგ ასეულ ათასობით ოჯახი აღმოჩნდება რეპრესიების ქვეშ,“ - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ეროვნული ბანკის ყოფილი თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 20 წლის წინ მიღებული მიღებული ქონების გადასახადის გადახდა უწევს თითქმის ყოველ მეორე ოჯახს, ისე, რომ მან ეს არც იცის.

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ქართულმა ოცნებამ” კვლავ მოატყუა ჩვენი მოქალაქეები. 20 წლის წინ მიღებული, მაშინ კარგი, მაგრამ დღეისათვის მოძველებული (ფასების ზრდის გამო) ფიზიკური პირის ქონების გადასახის წესით მისი გადახდა უწვევს თითქმის მეორე ოჯახს, ისე რომ მან ეს არც კი იცის და არც ეუბნებიან. არ ეუბნებიან არჩევნების გამო. ოჯახები ფაქტობრივად ფინანსურ ბომბზე სხედან. არჩევნების შემდეგ ასეულ ათასობით ოჯახი აღმოჩნდება რეპრესიების ქვეშ, როგორც გადასახადების დამმალავები.

ოთხი წელი მოვანდომე პარლამენტში ამ საკითხის მოგვარებას, საკუთარი კანონპროექტიც წარვადგინე, მთავრობაც და პარლამენტიც ვაიძულე, რომ საჯაროდ განეცხადებინათ, რომ მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა და წარმოადგენდნენ კანონპტოექტს პარლამენტში ( ბოლო დაპირება გაზაფხულისთვის წარდგენა იყო). კვლავ მოიტყუეს,“ - წერს რომან გოცირიძე.

ეკა დარჩიაშვილი