ჩვენი პროგნოზით, საქართველო წელს ტურიზმიდან 4.3 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალს მიიღებს, - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.
„ჩვენი შეფასებით, 2024 წლის აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 23.5%-ით გაიზარდა და 670 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ჯამურად, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.2 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა ჩვენი შეფასებით, რაც წლიურად 11.8%-იანი ზრდაა.
ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შესავლები 4.3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს (4.1 მლრდ აშშ დოლარი იყო 2023 წელს),“- აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.