მიუხედავად ხელფასების გაორმაგებისა, სექტორში კადრების მწვავე დეფიციტია. ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ხელფასები თითქმის 100%-ით არის გაზრდილი, კვალიფიციური კადრების პრობლემა კვლავ აქტუალურია. ასევე მთელი ქალაქის მასშტაბით უდიდესი დეფიციტია ე.წ. ხაზის პერსონალის მხრივ.
სასტუმროების ოპერირების ჯგუფები ცდილობს, მაქსიმალურად მოამატოს ხელფასები, რომ არსებული კადრები არ დაკარგოს, მაგრამ საზღვარგარეთ გადინება საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ახალგაზრდების და ეს საბოლოოდ კადრების დეფიციტზე აისახება,“ - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.