Shein-ი დაTemu ამერიკის მთავრობის მიერ შემოთავაზებული გამოძიების სამიზნე გახდნენ. მიზეზად „საბავშვო სასიკვდილო პროდუქტების“ გაყიდვები სახელდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიის ორმა ლიდერმა გამოქვეყნებულ ღია წერილში განაცხადეს, რომ მათ სურთ გამოიკვლიონ, შეესაბამება თუ არა ამ ორი კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია აშშ-ის უსაფრთხოების რეგულაციებს.
„ველოდებით, როდის გამოიძიებენ კომპანიების უსაფრთხოებისა და შესაბამისობის კონტროლსა და ურთიერთობას მესამე მხარის გამყიდველებთან და მომხმარებელთან. ასევე ნებისმიერ წარდგენას, რომელსაც ისინი პროდუქციის იმპორტის დროს აკეთებენ,“ - წერენ ფელდმანი და ძიაკი.
როგორც CNN-თან Shein-ის წარმომადგენლობამ აღნიშნა, მომხმარებელთა უსაფრთხოება მათი უმთავრესი პრიორიტეტია და შესაბამისობის პროგრამების განსახორციელებლად ისინი მილიონობით დოლარს ხარჯავენ.
რაც შეეხება Temu-ს, მათი განცხადებით, პლატფორმაზე ყველა გამყიდველი მოითხოვს, დაიცვას მოქმედი კანონები და რეგულაციები, მათ შორის ისინიც, რომლებიც პროდუქტების უსაფრთხოებასთან არის კავშირში.