აზერბაიჯანიდან შესრულებულ ავიარეისებს შორის საქართველო მეოთხე ადგილზეა

იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან შესრულებული ავიარეისების მიმართულებებს შორის საქართველო მეოთხე ადგილზეა. ამის შესახებ ქვეყნის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს მონაცემებში წერია, რასაც Report ავრცელებს.

კერძოდ, აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით იანვარ-აგვისტოში 1 353 რეისი შესრულდა, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 33,1%-ით მეტია. მთლიანობაში კი, იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან 38 ქვეყანაში 17 769 ავიარეისი შესრულდა. ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 6 ქვეყნით, ანუ 18,7%-ით და 2 546 რეისით ანუ 20,4%-ით მეტია.

საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანიდან ყველაზე მეტი ავიარეისი შემდეგ 10 ქვეყანაში შესრულდა:

  • რუსეთი - 5 134 რეისი (+12,9%)
  • თურქეთი - 4 004 (+5,5%)
  • არაბთა გაერთიანებული საემიროები - 2 034 (+31%)
  • საქართველო - 1 353 (+33,1%)
  • საუდის არაბეთი - 617 (-4,6%)
  • ყაზახეთი - 557 (-5,8%)
  • ინდოეთი - 435 (+5,6-ჯერ)
  • ყატარი - 399 (+64,1%)
  • ქუვეითი - 297 (+24,7%)
  • უზბეკეთი - 287 (+33,5%)

მოამზადა ლადო სულაბერიძემ