აგვისტოში რეზერვები 10.9%-ით შემცირდა - საერთაშორისო რეზერვების 11.9% მონეტარულ ოქროზე მოდის

აგვისტოში რეზერვები 10.9%-ით შემცირდა - საერთაშორისო რეზერვების 11.9% მონეტარულ ოქროზე მოდის. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

კერძოდ, კვლევის თანახმად, ეროვნული ბანკის თანახმად, 2024 წლის აგვისტოში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 10.9%-ით შემცირდა და 4.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით რეზერვები 3.7%-ით გაიზარდა (+170.9 მლნ აშშ დოლარი).

„რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის სავალუტო ოპერაციებსაც (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 სექტემბერს).

ამასთან, 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 11.9%-ს შეადგენს,“- ნათქვამია კვლევაში.

თაია არდოტელი