ჩირუხის მთაზე ზიპლაინთან მისვლა ახალი საავტომობილო გზით იქნება შესაძლებელი

ჩირუხის მთაზე ზიპლაინთან მისვლა ახალი საავტომობილო გზით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ აჭარის სავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი.

უწყების განმარტებით, 4,7 კმ სიგრძის გზის გაყვანის პროცესი ამჟამად აქტიურ რეჟიმშია, რომლის პარალელურად, ჩირუხის მთიდან გოდერძის უღელტეხილამდე მისასვლელი ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოებიც მიმდინარეობს.

"ჩირუხის მთაზე ზიპლაინთან მისასვლელი ახალი 4,7 კმ სიგრძის გზის გაყვანა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია დეპარტამენტის ბალანსზე არსებული 10-მდე სპეც-ტექნიკა. გზის გაყვანის სამუშაოები უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს მოხრეშვა/მოშანდაგება.

ასევე, მიმდინარეობს ჩირუხის მთიდან გოდერძის უღელტეხილამდე მისასვლელი ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები,"- აღნიშნულია აჭარის სავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ნინი ქეთელაური