საქართველო საერთაშორისო სისტემების მეშვეობით ყაზახეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობით მეოთხე, ხოლო ყაზახეთში გზავნილებით მერვე ადგილზეა. ინფორმაციას Trend ყაზახეთის ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისში საერთაშორისო სისტემების მეშვეობით ყაზახეთიდან საქართველოში 2 700 ტრანზაქცია შესრულდა, რომლის მთლიანი ოდენობაც 5 მლრდ ტენგე, ანუ დაახლოებით, 10.4 მლნ დოლარია.
ამასთან, საქართველოდან ყაზახეთში, დაახლოებით, 870 გადარიცხვა შესრულდა, რომლის მთლიანმა ოდენობამ 572.8 მლნ ტენგე, დაახლოებით, 1.2 მლნ დოლარი შეადგინა.
მთლიანობაში, საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემებით ივლისში შესრულებული გზავნილების მოცულობამ 207,5 ათასი ტრანზაქცია შეადგინა, რომლის ოდენობაც 84.3 მლრდ ტენგე, ანუ დაახლოებით, 174 მლნ დოლარია. ივნისთან შედარებით გზავნილების რაოდენობა 0,5%-ით, ხოლო ოპერაციების მოცულობა 12%-ით გაიზარდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ