ახალგაზრდა ბრიტანელები ხანდაზმულებთან შედარებით ყავაზე სამჯერ მეტს ხარჯავენ

ბრიტანელი მილენიალები (1981-დან 1996 წლამდე დაბადებული თაობა) ყოველდღიურ ფინჯან ყავაზე წელიწადში 700 ფუნტს (916 დოლარს) ხარჯავენ. ინფორმაციას Gambero Rosso ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, Z-თაობა (1997–2012) წელიწადში ყოველდღიურ ფინჯან ყავაზე 676 ფუნტს (885 დოლარს), ხოლო ხანდაზმული ბრიტანელები, ე.წ. ბუმერები (1945–1964) 250 ფუნტს (327 დოლარს) ხარჯავენ.

ბრიტანეთში ყველაზე პოპულარულ ყავად გამოცემა ლატეს ასახელებს. მას კაპუჩინო და flat-white მოსდევს. ამასთან, ბრიტანეთში ფინჯან ყავის საშუალო ღირებულება 3,4 ფუნტ სტერლინგად (4,45 დოლარად) არის შეფასებული.

Gambero Rosso წერს, რომ ბევრი ახალგაზრდა ბრიტანელი ყავაში ძროხის რძის დამატებაზე უარს ამბობს და უფრო მცენარეულ, ძირითადად, შვრიის რძეს ირჩევს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ