„ყოველი მე-5 ადამიანი, თბილისში  1,5 კმ-ის გასავლელად ავტომობილს იყენებს - პრობლემაა ავტომობილზე მაღალი დამოკიდებულება“

„ყოველი მე-5 ადამიანი, 1,5 კილომეტრის გასავლელად ავტომობილსიყენებს,“ - თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„ყოველი მე-5 ადამიანი, 1,5 კილომეტრის გასავლელად ავტომობილს იყენებს, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია, რადგან 700-800 მეტრის გასავლელად ადამიანები მანქანით გადაადგილდებიან, როდესაც შეუძლიათ ეს მანძილი ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაფარონ.

ზოგადად, ქალაქში პრობლემა არის ავტომობილზე მაღალი დამოკიდებულება, შესაბამისად თუ არ შემცირდება ეს კულტურა, ეს პრობლემები სულ გვექნება. ტენდენციები დადებითია და იმედია, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაუმჯობესდება,“ - განაცხადა წილოსანმა.

მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ამ პრობლემის გადასაჭრელად მინიციპალიტეტის როლზეც ისაუბრა.

„მუნიციპალიტეტმა მაქსიმალურად უნდა მოახერხოს ის, რომ როდესაც ხდება ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლება, მაგ დროისთვის შესაძლებელი უნდა იყოს ქვეითის ინფრასტრუქტურის მოწყობა, ალტერნატიული და ეკომეგობრული ტრანსპორტის ხელშეწყობა.

თუ ჩვენ მაქსიმალურად შევძლებთ, რომ ეს ყველა კომპონენტი დავიცვათ, დარწმუნებული ვარ, ადამიანებს მიეცემათ მეტი მოტივაცია, რომ საზოგადოებრივი ან ეკომეგობრული ტრანსპორტით გადაადგილდნენ.

წლების განმავლობაში ეს ინფრასტუქრურა არ არსებობდა, დღესაც ბევრია ქალაქში ადგილები, სადაც არც ტროტუარია და არც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოსახერხებელი ადგილები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საგზაო ინფრასტურუქტურული პროექტის მოწყობის დროს ყველა საგზაო მონაწილის უსაფრთხოება გათვალისწინებული იყოს,“ - აღნიშნა ვიქტორ წილოსანმა.

ეკა დარჩიაშვილი