თბილისში საპატიო კონსულის მეთაურობით განის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულება გაიხსნება. განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
ამასთან, კიდევ ერთი განკარგულების მიხედვით, დედაქალაქში ასევე საპატიო კონსულის მეთაურობით ბაჰამის თანამეგობრობის საკონსულოს გახსნაც იგეგმება.
საკონსულოების გახსნა „საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის დადგენილების მიხედვით განხორციელდება.