2024 წლის აგვისტოში თბილისში 3 230 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, - ამის შესახებ აღნიშნულია „ქოლიერსის“ კვლევაში. მონაცემების თანახმად, აგვისტოში წლიურად 5%-ით არის გაყიდვები შემცირებული.
აგვისტოში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილმა ფასმა 1 084 დოლარი შეადგინა. მაშინ როცა გასული წლის იმავე პერიოდში ფასი 1 020 დოლარს შეადგენდა. ეს ნიშნავს იმას, რომ აგვისტოში ფასები წლიურად 6.2%-ით გაიზარდა.
კვლევის თანახმად, ბაზრის ზომა 7%-ით გაიზარდა და 230 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა. ეს კი მაშინ, როცა გასული წლის იმავე თვეში ბაზრის ზომა 219 მილიონ დოლარს აღემატებოდა.